GE

„ბავშვების აცრის გარეშე კაცობრიობა პანდემიას საბოლოოდ ვერ დაამარცხებს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით, ბავშვთა ვაქცინაციაზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში ამ პროცესის დაწყება ჯერ არ იგეგმება, თუმცა აცხადებს, რომ მოზარდების ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

„საქართველოში ჯერ ალბათ ვერა, მოგეხსენებათ, ეს დაუშვა ჯერ-ჯერობით კანადამ. ჯერ მხოლოდ PFIZER-ზეა ჩატარებული კვლევები 12-დან 18-წლამდე ასაკის მოსახლეობის. ასევე, ასტრაზენეკა ატარებს ამ კვლევებს, ერთი პერიოდი შეჩერებული ჰქონდა და ისევ აღადგინა. შემოდგომამდე, სანამ ამას არ განიხილავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროპის წამლის სააგენტო და ა.შ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის, თუმცა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე, რა თქმა უნდა, კაცობრიობა პანდემიას საბოლოოდ ვერ დაამარცხებს“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

„მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ ბავშვებში ვაქცინაციის დაწყების შესაძლებლობას“ – თამარ გაბუნია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური