„ესე მოვიდა პიროვნების ჩამოყალიბებაზე და მგზავრის წერილები“ – ქართულის მეორე სესიიდან გამოსული პირველი აბიტურიენტები
აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტი 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოვიდა.
ამბობს, რომ გამოცდა მარტივი არ იყო და საკითხებიც კარგად არ ახსოვს.
,,ვერ ვიტყვი რომ მარტივი იყო. კარგად არც მახსოვს საკითხები. ერთი რაც მეადვილა რედაქტირება იყო. ესე მოვიდა პიროვნებისა და პრინციპულობის საკითხზე, პიროვნების ჩამოყალიბებაზე. ტექსტი კითხვებით, იყო ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილებიდან”. არც აქ მახსოვს კარგად რა დავწერე. ვნერვიულობდი, მაგრამ, ისე ცხელოდა, ერთი სული მქონდა როდის გამოვიდოდი, ახლაც სულ ოფლიანი ვარ. ამ პირობებში 3 საათი იქ არ ვაპირებდი ყოფნას. რაც დაწერეს თემები პირველ სესიაზე მოვიდაო, არც ერთი არ გამეორებულა”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს აბიტურიენტმა.
191-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა მარიამ რაჯებაშვილიმა კი გვითხრა, რომ ესეს წერა გაუჭირდა.
“ესე იყო ასეთი – აქვს თუ არა ლიტერატურას დიდი მნიშვნელობა პიროვნულ და ეროვნულ განვითარებაში. ესე ცოტა გამიჭირდა, მაგალითი ვერ მომყავდა. რაც შეეხება თხზულებებებს, შემხვდა “ბახტრიონი” და გეგეშიძის “მძევლები”. მე ” ბახტრიონი” დავწერე. რედაქტირება არც ისე მარტივი არ ყოფილა. ყველანაირი შეცდომა ვნახე – გრამატიკულიც, სტილისტურიც, მექანიკურიც. ზოგადად, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ. მე 2018 წელსაც მაქვს ჩაბარებული და ის ჯობდა, წელს უფრო მერთულა. ვითომ რაღაცები გაამარტივეს, მაგრამ რეალურად რთული იყო. გარემოს არაუშავდა. არც გვცხელოდა, არც სხვა რამეს შევუწუხებივარ. ერთადერთი, კალამი წყდებოდა წერისას და გამაწვალა”.
კიდევ ერთი აბიტურიენტი კი აზუსტებს, რომ სამსჯელო თემად მოვიდა საკითხი – ეხმარება თუ არა ლიტერატურა პიროვნებას განვითარებასა და ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა მზეო შველიძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება