ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ დაიწყო – მონაწილეობის პირობები
„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ – საგანმანათლებლო პორტალი – EDU.ARIS.GE, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსს აცხადებს.
აღნიშნულის შესახებ სპეციალური პრესკონფერენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა. წარმოგიდგენთ მონაწილეობის პირობებს წესებსა და ინფორმაციას გამარჯვებულთა დაჯილდოების შესახებ.
ესეების კონკურსის – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ მიზანია, განათლების სფეროში მოღვაწე ადამიანების დაინტერესება საკონსტიტუციო ცვლილებებით და ზოგადად, კონსტიტუციის მნიშვნელობითა და დანიშნულებით, მათი ინფორმირებულობის გაზრდა საქართველოს მასშტაბით. კონსტიტუციის ცვლილების პროცესში მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა, რადგან ყველა სფეროს წარმომადგენელ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, რომ თავად იზრუნოს საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის საუკეთესო მოდელის შემუშავებაზე.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ, ყოფილ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს, სკოლის მოქმედ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს (რომელთაც შეუძლიათ პროფესიაში ყოფნის დადასტურება).
კონკურსის პირობები
კონკურსანტმა უნდა წარმოადგინონ ესე თემაზე „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“.
საკონკურსო ნამუშევრების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგს:
- სახელმწიფო მმართველობის ფორმებზე მსჯელობისას მყარი არგუმენტების გამოყენებას;
- ქვეყნისთვის კონსტიტუციის არსსა და მნიშვნელობაზე მსჯელობას;
- საქართველოს ან მსოფლიოს ისტორიიდან მაგალითების განხილვას ან თემატურად გავლებულ პარალელებს;
- კონსტიტუციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების, გამოწვევებისა და პერსპექტივის განხილვას;
- საკითხზე, რამდენად მნიშვნელოვანი დოკუმენტია საქართველოს კონსტიტუცია თითოეული მოქალაქისათვის მსჯელობას.
- ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
- ესეს მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გვერდს (500 სიტყვას), შრიფტი – Sylfaen 12, მაიქროსოფთ ვორდის ფორმატში;
- ნაშრომი უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე;
- დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტები;
- ესეს ბოლოს მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მობილურის ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა, ასევე სკოლის დასახელება (რაიონი, რეგიონი)
საკონკურსო ნაშრომის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 20 სექტემბერი.
ნაშრომის გამოგზავნა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: ese@aris.ge გთხოვთ, გამოგზავნისას მეილის სათაურში ( Subject-ველი ) მიუთითეთ “ესეების კონკურსი”.
შეფასების კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა და საკითხის ორიგინალური გააზრება, თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარები, ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი), წერის კულტურა.
გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება
ნაშრომებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბერის ბოლომდე გაცხადდება.
კონკურსანტები ერთმანეთს სკოლის ადგილმდებარეობით განსაზვრული რაიონების/რეგიონების ფარგლებში შეეჯიბრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ რაიონს/რეგიონს თავისი გამარჯვებული ეყოლება!
გამარჯვებულის პრიზი
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონებიდან, აფხაზეთის, აჭარის, გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებიდან საუკეთესო ესეების ავტორები (თითოეული რეგიონიდან ერთ-ერთი) ფულადი პრიზით 500 ლარის ოდენობით დაჯილდოვდებიან! (კონკურსში არააქტიური რეგიონისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცემა სხვა რეგიონის წარმომადგენელს).
ჟიურის მიერ გამოვლენილ საუკეთესო ესეების ავტორებს სპეციალურად მიძღვნილ ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს!
ყველა გამარჯვებულს ქ. თბილისში EDU.ARIS.GE ჩაუწერს ვიდეორგოლს, სადაც ავტორი საკუთარ ესეს საზოგადოებას თავად გააცნობს! მოგვიანებით კი ყველა ვიდეორგოლი გულშემატკივრებისა და მომავალი თაობებისათვის EDU.ARIS.GE -ს ვებგვერდზე განთავსდება.
ყველა კონკურსანტი აუცილებლად მიიღებს მონაწილის სერტიფიკატს (PDF, ელ.ფოსტაზე)
გისურვებთ წარმატებას!
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება