ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება
19 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მაიკლ შჩიგელი მართავს შეხვედრას გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
შეხვედრა ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, რაც დასვენების დღეებს ემთხვეოდა და შესაბამისად გადმოიწია შეხვედრის თარიღმა. შეხვედრა ეპიდვითარების გათვალისწინებით, დისტანციურად ჩაივლის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა.
2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა. ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობში ყოფნას აკვირდებიან.
ელჩი მარეკ შჩიგელი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტუშას უნივერსიტეტში გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი