გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
27 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრას შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ნინო ზურაბაშვილი, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ანნა ცაგურია, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ხატია ჩიხლაძე უძღვებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში პროკურატურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის თაობაზე და სტუდენტებს პროკურატურის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა – სტუდენტებმა შეკითხვები დასვეს მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და სამართალწარმოების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს, განსაკუთრებული ყურადღება კი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეეუწყნარებლობის ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.
-
„ევროკავშირის სოციალური პოლიტიკა“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გდანსკის უნივერსიტეტის პროფესორის ლექცია ჩატარდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სტუდენტური დღეები 2026“-ის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „სტუდენტური დღეები 2026“-ის ფარგლებში, კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი