“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობენ
“ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 10 სტუდენტი ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელთან ბესიკ ტაბატაძესთან ერთად, “ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის (BIP) ფარგლებში PXL გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობს.
საერთაშორისო ღონისძიების მიზანია სტუდენტებსა და ექსპერტებს მთელი ევროპის მასშტაბით, ხელი შეუწყოს ხელოვნური ინტელექტის ტრანსფორმაციული როლის შესწავლას ტურიზმში, მედიასა და განათლებაში.
ევროპის უნივერსიტეტის მიერ 27 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო კვირეულის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ევროპელი ექსპერტების მიერ ორგანიზებულ სესიები ხელოვნური ინტელექტის უახლესი შესაძლებლობების შესახებ, ინტერაქციული სამუშაო შეხვედრები და კულტურული ურთიერთობები.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი