„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/05/registracia_1-458x257.jpg)
„ევროპის უნივერსიტეტის“ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია: ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.
„ევროპის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:
1. დაწყებითი საფეხურის (I-VI) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2. დაწყებითი საფეხურის (I-VI) მათემატიკის მასწავლებელი;
3. დაწყებითი საფეხურის (I-VI) ბუნებისმეტყველების მასწავლებელი;
4. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) მათემატიკის მასწავლებელი;
5. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ისტორიის მასწავლებელი;
6. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
7. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) გეოგრაფიის მასწავლებელი;
8. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
9. საბაზო-საშუალო საფეხურის (VII-XII) ბიოლოგიის მასწავლებელი;
10. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) ინგლისური ენის მასწავლებელი;
11. დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის (I-XII) რუსული ენის მასწავლებელი.
წინასწარი რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
-
გარე მობილობით “ევროპის უნივერსიტეტში” მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა ცნობილია by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები იტალიაში “ერასმუს+” შერეულ-ინტენსიურ პროგრამას გაივლიან by ევროპის უნივერსიტეტი
-
სტომატოლოგიით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის “ევროპის უნივერსიტეტში“ ვორქშოპების სერია გაიმართება by ევროპის უნივერსიტეტი