„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატი გახსნა
თოვლის ფრენბურთის პირველ ევროპის ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს.
29 თებერვლას ჩემპიონატი ბაკურიანში საზეიმოდ „ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა გახსნა და მაყურებლის წინაშე ორი საცეკვაო ნომრით წარსდგა.
“ევროპის უნივერსიტეტის” ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელია პაატა ხურცილავა.
თოვლის ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე გოგონათა და ვაჟთა გუნდები ცხრა ქვეყნიდან იასპარეზებენ.
საქართველოს ისტორიულ გათამაშებაში ოთხი წარმომდგენელი ეყოლება, მათ შორის, „ევროპის უნივერსიტეტის“ ქალთა თოვლის ფრენბურთის გუნდი, რომლებიც ბაკურიანში გამართული ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი