“ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი ნინო ტალიაშვილი აბიტურიენტებს შეხვდა
16 და 17 თებერვალს “ევროპის უნივერსიტეტში“ აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი ნინო ტალიაშვილი გაუძღვა, რომელმაც დამსწრეებს თავისუფალ ფორმატში დისკუსია შესთავაზა.
16 თებერვალს ნინო ტალიაშვილი სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებულ უფროსკლასელებს შეხვდა. 17 თებერვალს კი ღია კარის დღე მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტების და ბაზაზე არსებული სასწავლო ლაბორატორიების გასაცნობად გაიმართა.
მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ფაკულტეტის დეკანმა, ნათია ჯოჯუამაც მიიღო.
ნინო ტალიაშვილმა აბიტურიენტებს „ევროპის უნივერსიტეტის“ წლევანდელი შეთავაზებები გააცნო:
- არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში სრული, 100%-იანი, დაფინანსება;
- ნებისმიერი პროგრამის (გარდა ვეტერინარიისა) პირველ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში 50%-იანი დაფინანსება.
არქეოლოგიის პროგრამაზე უფასო სწავლება პირველი სემესტრის შემდეგ სტუდენტს შეუნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი GPA იქნება არანაკლებ 85 ქულა (3.4)
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ პირველ პრიორიტეტად არჩეულ პროგრამაზე და მისი შენარჩუნება აკადემიურ მოსწრებაზე არ არის დამოკიდებული.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირებით და მიიღეს კონკრეტული ინფორმაცია მათთვის სასურველ პროგრამაზე.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მედიცინის კორპუსში არსებული სიმულაციური ცენტრი, სტომატოლოგიური კლინიკა EU Dent და უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზები
- ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” “აკრედიტაცია კანადისგან” უმაღლესი შეფასება მიიღო და პლატინის ხარისხი მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობენ by ევროპის უნივერსიტეტი