“ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში დევნილი მოსახლეობა უფასო მომსახურებას მიიღებს
23 ოქტომბრიდან აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობა “ევროპის უნივერსიტეტის” საუნივერსიტეტო სტომატოლოგიურ კლინიკა EU Dent-ში უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას მიიღებს.
აღნიშნულ შეთანხმებას “ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკა EU Dent-სა და აფხაზეთის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კლინიკა EU Dent-ის დირექტორმა სოფიო სამხარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ მოაწერს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, აფხაზეთიდან დროებით დევნილი 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები EU Dent-ში უფასოდ მიიღებენ შემდეგ მომსახურებას:
კბილის დაბჟენა
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა
პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობა
კბილების ექსტრაქცია
“ევროპის უნივერსიტეტი” სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების კეთილდღეობაზე. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ზრდა.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი