“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში პრაქტიკა გაიარეს
“ევროპის უნივერსიტეტსა” და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტებმა – იოსებ ბერიძემ და სალომე გელაშვილმა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში პრაქტიკა გაიარეს.
პრაქტიკული კურსი 3 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებისთვის ჩატარებული ინტენსიური შეხვედრების ფორმატში პარლამენტის კვლევითი ცენტრის საქმიანობის შინაარსი, ცენტრის მიერ მომზადებული კვლევები, კვლევის მეთოდოლოგია და ტიპოლოგია, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები განიხილეს.
პრაქტიკის დასასრულს, მიღებული ცოდნის საფუძველზე, სტუდენტებმა მოამზადეს მცირე კვლევითი დოკუმენტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხების მოწესრიგების საერთაშორისო მიდგომებისა და გამოცდილების შესახებ.
სტუდენტებს პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი