“ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები ბელგიაში, ლუსია დე ბრუკერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს დაესწრნენ
“ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი მარიამ ორჯონიკიძე და სამართლის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე “ერაზმუს+” საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ბელგიაში, ლუსია დე ბრუკერის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულს ესწრებიან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარებსა და ვორკშოპებს ინტერნაციონალიზაციისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობების პერსპექტივების შესახებ.
კვირეულს ესწრებოდა 20-ზე მეტი მონაწილე ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვანია როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის უნარებისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ასევე ინოვაციების ხელშეწყობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისთვის. გლობალურ აკადემიურ საზოგადოებასთან დაახლოებით, გაძლიერებული საგანმანათლებლო გამოცდილებისა და ფართო კულტურული პერსპექტივების მეშვეობით, “ევროპის უნივერსიტეტი” ჰორიზონტის გაფართოებას აგრძელებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ საინფორმაციო შეხვედრა – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ICETI 2025 გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი