„ევროპის უნივერსიტეტმა“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემია 2025 დაიწყო
„ევროპის უნივერსიტეტში“ ჟან მონეს საზაფხულო აკადემია, თემაზე „ევროკავშირის გაფართოება: თეორია, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები“ დაიწყო.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, აკადემია მოდულის „ევროპული კავშირის გაფართოება: წარსულის გაკვეთილები მომავალი გადაწყვეტილებებისთვის“ (EnlargEU — 101127859, 2023–2026) ფარგლებში, ევროკომისიის თანადაფინანსებით და თათია დოლიძის ხელმძღვანელობით ტარდება.
აკადემიას პირველ დღეს 200-მდე ახალგაზრდა შეუერთდა. ინტერაქციული ვიქტორინები და კითხვა-პასუხის სესიები ცოდნის შემოწმებისა და დისკუსიების წასახალისებლად გამოიყენებოდა.
აკადემია დოქტორმა თათია დოლიძემ (ჟან მონეს მოდულის კოორდინატორი; ასოცირებული პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, ევროპის უნივერსიტეტი, თბილისი) გახსნა და ჩაატარა სესია ევროკავშირის გაფართოების ლეგალური საფუძვლებისა და ევოლუციის შესახებ – დამფუძნებელი ხელშეკრულებებიდან დღემდე.
დოქტორმა თინათინ ახვლედიანმა (მკვლევარი თანამშრომელი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი (CEPS), ბრიუსელი; მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი, ტირანა) განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთისკენ გაფართოების გეოპოლიტიკური გავლენა და პრაქტიკული გამოწვევები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მაგალითზე, აგრეთვე საუბარი იყო რეგულაციური დაახლოების როლზე ღრმა ინტეგრაციის პროცესში.
დოქტორმა სტივენ ბლოკმანსმა (მოწვეული პროფესორი, ევროპის კოლეჯი – ბრიუგე, ნატოლინი და ტირანა; უფროსი მკვლევარი, CEPS, ბრიუსელი; უფროსი ანალიტიკოსი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS), ტალინი) განიხილა სწრაფი გაფართოების საკითხი – შესაძლებლობები, რისკები და გამოცდილება და შეაფასა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, განსაზღვრა მიღწეული პროგრესი, არსებული ხარვეზები და რეფორმების რეალისტური გეგმა.
დამსწრეები შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მათთვის საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ. სესიის შემდეგ ჩატარებული ვიქტორინის შედეგად გამოიკვეთა, რომ მონაწილეების ცოდნა ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებში მნიშვნელოვნად ამაღლდა.
აკადემიის ონლაინ ნაწილი 5 დღის განმავლობაში ქართველი და ევროპელი მეცნიერების ჩართულობით გრძელდება.
-
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი “ევროპის უნივერსიტეტს” სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორს, რაულ ქირიას შეხვდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ესეების კონკურსის – „საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი