GE

„ევროპის უნივერსიტეტს” აბიტურიენტებისთვის უპრეცედენტო შეთავაზება აქვს

„ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტ ლაშა კანდელაკიშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ ევროპის უნივერსიტეტს, კოდით 171, უნივერსიტეტი ყოველწლიურად 1000 ლარით დააფინანსებს, პროგრამის ხანგრძლივობის სრული ვადით.

აღნიშნული პროექტისთვის, უნივერსიტეტმა 3 000 000 (სამმილიონიანი) ბიუჯეტი გამოყო. შესაბამისად, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, სტუდენტი ისარგებლებს 4000-ლარიანი, სტომატოლოგიის შემთხვევაში 5000-ლარიანი, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შემთხვევაში – 6000-ლარიანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით.

ამჟამად, „ევროპის უნივერსიტეტში” ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები, ფუნქციონირებს.

აღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში, უნივერსიტეტი ახორციელებს ისეთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საფინანსო, ინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ფსიქოლოგია, დიპლომირებული მედიკოსი და სტომატოლოგია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური