“ევროპის უნივერსიტეტში” მკლავჭიდის ჩემპიონატი გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” მკლავჭიდის სტუდენტური კლუბის ინიციატივით და სტუდენტთა და კურდსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, მკლავჭიდის ჩემპიონატი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჩემპიონატი სპეციალური მოწვევით მკლავჭიდის მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, EAST vs WEST ქამრის მფლობელმა და ხუთგზის ევროპის ჩემპიონმა, ირაკლი ზირაქაშვილმა, გახსნა.
მკლავჭიდის ჩემპიონატში მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა მიიღეს. მკლავჭიდის ჩემპიონატი ჩატარდა 5 წონით კატეგორიაში (60; 70; 80; 90; 90+კგ.), როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელში და ყველა წონითი კატეგორიიდან გამოვლინდა I, II და III ადგილოსანი.
ჩემპიონატს მსაჯობდა ლევან კვარაცხელია, რომელიც ევროპის პრიოზიორი და მრავალგზის საქართველოს ჩემპიონია.
“ევროპის უნივერსიტეტში” მკლავჭიდის ჩემპიონატი პირველად ჩატარდა და სისტემატურ სახეს მიიღებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი