“ევროპის უნივერსიტეტს” ჩინეთის სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია
“ევროპის უნივერსიტეტს” ჩინეთის სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ლიდერებისა და საუნივერსიტეტო კლინიკების ხელმძღვანელებისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 1-ელ ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობისა და აკადემიური გაცვლის გაღრმავებაა.
სინძიანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა და დეკანებმა “ევროპის უნივერსიტეტის” სტომატოლოგიური კლინიკა “EU Dent”, სიმულაციური ცენტრი, ბიბლიოთეკა და “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრაზე, რომელსაც “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორი და მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია ესწრებოდნენ, განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განათლების, აკადემიური გაცვლის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პერსონალის გადამზადების მიმართულებით
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი