“ევროპის უნივერსიტეტს“ გერმანიიდან “აკონის უნივერსიტეტის“ დელეგაცია ესტუმრა
27 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტს“ გერმანიიდან პარტნიორი „აკონის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის დათვალიერების შემდეგ, სტუმრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი ერთობლივი პროექტები და სასწავლო თუ კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
“აკონის უნივერსიტეტის“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა ტიმო ულრიხმა დღის ბოლოს „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის გლობალური ჯანდაცვის თემაზე საჯარო ლექცია ჩაატარა.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი