“ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ (ჩრდილოეთ მაკედონია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი” სტუდენტებს სთავაზობს მრავალ საერთაშორისო პროგრამას და აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობის საშუალებით, “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევრებს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე.
აღსანიშნავია, რომ “ბალკანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტი” “ევროპის უნივერსიტეტისთვის“ რიგით პირველი პარტნიორია ჩრდილოეთ მაკედონიაში.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი