“ევროპის უნივერსიტეტსა” და ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია AFINWISE-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და Afinwise-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორმა ხარისხის განვითარების მიმართულებით სოფიო ხუნდაძემ და კომპანია Afinwise-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა ანა ბალესიაშვილმა მოაწერეს.
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით სტუდენტებისთვის ახალ პარტნიორთან შეხვედრა გაიმართა.
ანა ბალესიაშვილი სტუდენტებს პროფესიული და კარიერული განვითარების მიმართულებით პიროვნული თვისებების გავლენებზე ესაუბრა.
ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებმა კომპანიის დამფუძნებელთან მათთვის საინტერესო კითხვები გააჟღერეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.
Afinwise არის კომპანია, რომელიც როგორც მოკლევადიანი, ისე სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ეხმარება კლიენტებს და ბაზრის სექტორული ცოდნისა და უახლესი ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით მათ ფინანსურ პროგრესს უზრუნველყოფს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი