“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კოლეჯიუმ ჩივიტასს” (პოლონეთი) შორის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “კოლეჯიუმ ჩივიტასს” (პოლონეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
“კოლეჯიუმ ჩივიტასი” 1997 წელს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის (PAN) ეგიდით დაარსდა. იგი საგანმანათლებლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე ახორციელებს როგორც პოლონურ, ისე ინგლისურ ენაზე და თორმეტ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აერთიანებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი