“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სინტაქსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2024 წლის 26 დეკემბერს, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, “ევროპის უნივერსიტეტსა” და IT კომპანია “სინტაქსს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და კომპანია “სინტაქსის” დამფუძნებელმა ზაზა ჯაველიძემ მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმატიკის პროგრამის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება კომპანია “სინტაქსში”.
მემორანდუმი, რომელიც მჭიდრო თანამშრომლობას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას გულისხმობს, ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.
შეხვედრას ასევე “ევროპის უნივერსიტეტის” ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი ბესიკ ტაბატაძე და ინფორმატიკის სტუდენტები ესწრებოდნენ. კომპანია “სინტაქსის” წარმომადგენლებმა მათთვის პრეზენტაცია ჩაატარეს და გააცნეს ის უპირატესობები და შესაძლებლობები, რომელსაც კომპანია სტუდენტებს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში მისცემს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი