“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სტამბოლის კენტის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
“ევროპის უნივერსიტეტსა” და “სტამბოლის კენტის უნივერსიტეტს” (თურქეთი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სტამბოლის კენტის უნივერსიტეტის მიზანია ხელი შეუწყოს თურქეთის რესპუბლიკის განვითარებას თანამედროვე, ეფექტური განათლების ხარისხით.
სტამბოლის კენტის უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს განათლების, მეცნიერების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობას გლობალურ განვითარებაზე.
სტამბოლის კენტის უნივერსიტეტის პრიორიტეტია სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა, მათთვის მრავალი სამუშაო გამოცდილებისა, თუ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამების შეთავაზება.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი