ევროპის უნივერსიტეტში არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების საკითხზე ლექცია გაიმართება
23 ოქტომბერს, 15:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები” გაიმართება.
ლექციას მოსამართლე, “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი ვლადიმერ წითლაური გაუძღვება.
საჯარო შეხვდრის ფარგლებში ვლადიმერ წითლაური არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობას და ზოგად პრინციპებს განიხილავს.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
ადგილმდებარეობა: „ევროპის უნივერსიტეტის“ A კორპუსი (მის.: გურამიშვილის გამზირი 76), ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზი (505 აუდიტორია).
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი