„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება
1-ელ და 2 ოქტომბერს, „ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საინფორმაციო სესია გაიმართება.
„ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სესიებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები გაუძღვებიან.
დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან კითხვები და სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და შემდგომ პროცედურებზე კონსულტაცია მიიღონ.
ქართულენოვანი სესია
1-ელი ოქტომბერი, 18:00 საათი
გურამიშვილის გამზირი #76, ოთახი 409
რეგისტრაცია – არაუგვიანეს 1-ელი ოქტომბრის 12:00 საათისა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
ინგლისურენოვანი სესია
2 ოქტომბერი, 17:00 საათი
დავით სარაჯიშვილის გამზირი #17, აუდიტორია 507 (ჰორაიზონის ოთახი)
რეგისტრაცია – არაუგვიანეს 2 ოქტომბრის 12:00 საათისა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი