მოსწავლის მიერ მუშაობის დაწყება სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზია – უახლესი სტატისტიკა და მიზეზების ჩამონათვალი
საქართველოს სახალხო დამცველის უახლესი ანგარიშის თანახმად, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება, სწავლის მიტოვებისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების მიზეზებში მოსწავლის მიერ მუშაობის დაწყებაც მოხვდა. სკოლის მიტოვების სტატისტიკა ყველაზე მაღალი საშუალო საფეხურზეა.
სახალხო დამცველი 2025 წლის შესახებ მომზადებულ ანგარიშში წერს, რომ ზოგადი განათლების უწყვეტობის კუთხით კვლავ იკვეთება პრობლემური ტენდენციები. კერძოდ, წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული რაოდენობრივი მაჩვენებლის მიუხედავად, 2025 წელს 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1 366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა უმრავლეს შემთხვევაში, კვლავაც „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრების“, „მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადების“, 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის გამოუცხადებლობისა და „პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელების“ საფუძვლით ხდება.
ამასთანავე, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, ისევ თბილისში (3 434), ქვემო ქართლისა (1371) და აჭარის (1050) რეგიონებში იკვეთება.
მოსწავლის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის საერთო სტატისტიკა წლების მიხედვით ასეთია:
სწავლის შეწყვეტის მიზეზები კი 2025 წელს ასეთია:
“საქართველოს სახალხო დამცველი, მრავალი წელია მიუთითებს მოსწავლეთა სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ერთიანი სტატისტიკის დახვეწის აუცილებლობაზე. მიუხედავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებისა, პროცესი ამ დრომდე არ არის დასრულებული. შესაბამისად, სტატისტიკის წარმოების არსებული ფორმა და სწავლის მიტოვების საფუძვლები კვლავ დასაზუსტებელია”, – ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 2 086 საჯარო და 206 ავტორიზებული კერძო სკოლა, რომელთაგან 9 პანსიონურ მომსახურებას ეწეოდა. 2025-2026 სასწავლო წელს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული მოსწავლეების ჯამურმა რაოდენობამ 643 801 შეადგინა.
ასევე იხილეთ:
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
სად და როგორ ჩავრიცხოთ თანხა და რა უნდა ვიცოდეთ – 2026 წლის აბიტურიენტთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო (ვიდეოინსტრუქცია)
by ARIS.GE-განათლება

