რომელია მართებული: „აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული“, თუ „შობის ბრწყინვალე დღესასწაული“? – სწორი ფორმის შესახებ
2026 წლის 12 აპრილს საქართველოში აღდგომის დღესასწაულს იზეიმებენ.
ყველასთვის ცნობილია ამ დღესასწაულის მილოცვის საკითხზე საზოგადოებაში არსებული კამათის თაობაზე – ქრისტე აღდგა, თუ ქრისტე აღსდგა.
ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ
დღეს კიდევ ერთ საკითხს შევეხებით, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ქრისტიანი მორწმუნეები ხშირად არასწორად მოიხსენიებენ.
საუბარი ორ დიდ დღესასწაულზე – ქრისტეშობასა და აღდგომაზე, რომლებსაც დიდწილად, ორივე შემთხვევაში “ბრწყინვალე დრესასწაულად” მოიხსენიებენ.
შესატყვისი “ბრწყინვალე” კი მხოლოდ ერთ მათგანს შეესაბამება.
როგორ განმარტავს თითოეულს საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო:
“7 იანვარი – ქრისტეშობა – ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი”.
“12 აპრილი – ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არის ქრისტიანული სარწმუნოების უდიდესი დღესასწაული, რომელიც აღნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ჯვარცმიდან მესამე დღეს. ის „ბრწყინვალედ“ იწოდება, რადგან სიმბოლურად განასახიერებს სიცოცხლის სიკვდილზე, ხოლო ნათლის – ბნელზე გამარჯვებას, რაც კაცობრიობისთვის სულის ცხონების იმედს იძლევა.
EDU.ARIS.GE გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება