GE

„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „HEAL“ გახსნითი შეხვედრა გაიმართა

23 იანვარს „ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების გაძლიერება და ექიმ-სტომატოლოგთა უწყვეტი განათლების ხელშეწყობა საქართველოში (HEAL)“ (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-1-101129331) გახსნითი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის მიზანია საქართველოში ექიმ-სტომატოლოგთა გაძლიერების ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტომატოლოგიის პროგრამების სასწავლო გეგმის განახლების გზით და სტუდენტების იმ ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, რაც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ პროექტი საერთაშორისო ხასიათისაა და „ევროპის უნივერსიტეტის“ უცხოელ პარტნიორებს შორის არიან:

  • პოზნანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (პოლონეთი)
  • სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი)
  • სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა „ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის, ნათია ჯოჯუას, მიმართვით გაიხსნა.

დამსწრეებს სიტყვით ასევე თსუ-ს სტომატოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა მიმართეს.

გახსნით ღონისძიებას „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი ნინო ტალიაშვილი და ერაზმუს + ინსტიტუციური განვითარების პროექტის „HEAL“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური