“ევროპის უნივერსიტეტში” ევროპარლამენტის ყოფილი წევრის ჰანს-იურგენ ზახორკას საჯარო ლექცია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” ევროპარლამენტის ყოფილი წევრის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორის (EUFAJ), იურისტის და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორის ჰანს-იურგენ ზახორკას საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექციის ფარგლებში ჰანს-იურგენ ზახორკამ ისაუბრა თემაზე “ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the EU Accession of Georgia”.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები, ასევე აღნიშნული თემით დაინტერესებული პირები.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დამსწრეებმა ლექციის ფარგლებში განხილულ საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი