“ევროპის უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-16 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
17 ივნისს “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით მე-16 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა კვლევებზე დაფუძნებული მოხსენებები წარადგინეს.
მე-16 სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სტუდენტებმა კვლევები აკადემიური და მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით განახორციელეს, რომლებიც მედიცინის, სტომატოლოგიის და ფსიქოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხს ეხებოდა.
თითოეული პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა და სტუდენტებმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხეს.
კონფერენციის მონაწილეებს სპეციალურად შერჩეული სამეცნიერო კომისიის წევრები აფასებდნენ:
ა) მაია მანწკავა – აფილირებული პროფესორი, სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარინა ენდელაძე – მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი ინფექციური დაავადებების მიმართულებით (კომისიის წევრი);
გ) ნანა ჩიხლაძე – მედიცინის ფაკულტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის წევრი);
დ) ხათუნა დონდოლაძე – მედიცინის ფაკულტეტის ქცევათმეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის წევრი);
კონფერენციის დასასრულს კომისიის მიერ საუკეთესო ნაშრომების ავტორები გამოვლინდნენ:
I ადგილი
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: თამარ აფთარაშვილი, ქეთი მამულაშვილი
თემა: “ტურეტის სინდრომი”
ხელმძღვანელი: მანანა ალიბეგაშვილი
II ადგილი
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: ანი სანადირაძე, მარიამ ჯოჯუა
თემა: “საშოს თანდაყოლილი არარსებობა“
ხელმძღვანელი: დავით ელგანდაშვილი
III ადგილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მარია ტყეშელაშვილი, ანა ასლანიშვილი
თემა: ჰეპარინი როგორც სიმსივნის საწინააღმდეგო აგენტი – განახლებული მონაცემები
გარდა საპრიზო ადგილებისა, კონფერენციის სამი მონაწილე საერთაშორისო მულტიდისციპლინურ სკოლა-კონფერენცია “BIOMED 2025”-ში მონაწილეობის მიღებას შეძლებს საწევრო მოსაკრებლის და შესარჩევი კონკურსის გარეშე. ეს სტუდენტები არიან:
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები, ამირ ჰოსეინ ჰემეტი და პარმართ რიში ტრიპათი
თემა: „Atopic Dermatitis in pediatric patients“
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი გულნაზი მაღრაძე
თემა: „The association between allergic diseases and the risk of developing malignancies of the gastrointestinal tract“
“ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი აარტი ბუპენდრა ჩაუჰანი
თემა: „Radiofrequency Ablation for Atrial Tachycardia Mimicking Sinus Tachycardia: A Case Series of Three Patients“
აღსანიშნავია, რომ აარტი ბუპენდრა ჩაუჰანმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში, საუკეთესო კლინიკური შემთხვევის განხილვა. თავისი მოხსენება მან პროფესორ გიორგი პაპიაშვილის და პროფესორ დავით მალიძის ხელმძღვანელობით წარადგინა, რომელიც “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ შესრულდა.
გამარჯვებულები კომისიის წევრებმა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. კონფერენციის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, “ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.
- ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამაში AI ტექნოლოგიით აღჭურვილი სასწავლო პლატფორმა Immersify Education დაინერგა by ევროპის უნივერსიტეტი
- ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” “აკრედიტაცია კანადისგან” უმაღლესი შეფასება მიიღო და პლატინის ხარისხი მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი