“ევროპის უნივერსიტეტში” მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ესეების კონკურსის – “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” დაჯილდოება გაიმართა
20 აპრილს, “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბის “ვეტეუქეარს” პროექტის “ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!” ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა.
ესეების კონკურსში მონაწილეობა საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
მოსწავლეების მიერ შესრულებული ესეები სპეციალურად შედგენილმა კომისიამ შეაფასა და გამოვლინდნენ I, II, III ადგილოსნები, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
კონკურსის მონაწილეებს “ევროპის უნივერსიტეტის” სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მაია კერესელიძემ და სავეტერინარო პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო მილაშვილმა მიმართეს და კონკურსანტები შესაბამისი პრიზებით დააჯილდოვეს.
I ადგილი – მარიამ სტურუა, 130-ე საჯარო სკოლის მოსწავლე
II ადგილი – ელენე ნარიმანიძე, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლე
III ადგილი – ნია ჩხიტუნიძე, 140-ე საჯარო სკოლის მოსწავლე
კონკურსის ყველა დანარჩენ მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
ესეების კონკურსის მიზანია სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის, ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველებთან ლოიალური დამოკიდებულების შესახებ ცნობადობისა და მის მიმართ ნდობის ამაღლება.
- ვიქტორ მანუელ ვაზკეზ არჩეს “ევროპის უნივერსიტეტის” საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის” “ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა” “აკრედიტაცია კანადისგან” უმაღლესი შეფასება მიიღო და პლატინის ხარისხი მიენიჭა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტის” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები ბელგიაში, საერთაშორისო სტუდენტურ კვირეულში მონაწილეობენ by ევროპის უნივერსიტეტი