“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” პირველკურსელთა მიღების ცერემონია გაიმართა.
ცერემონია ორ ლოკაციაზე – “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის კამპუსის და ადმინისტრაციული შენობის ეზოებში გაიმართა.
მიღების ცერემონია საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც სტუდენტებს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა მიმართა და მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართეს მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ნათია ჯოჯუამ, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა სოფიო სამხარაძემ, ვეტერინარიის ფაკულტეტის დეკანმა მაია კერესელიძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა ილია ბოცვაძემ და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ეკა კაველიძემ.
“ევროპის უნივერსიტეტი” კიდევ ერთხელ ულოცავს სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და მათ წარმატებებს უსურვებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი