“ევროპის უნივერსიტეტში” პროექტ VETPRO-ს კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” 30-31 იანვარს ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის – „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO), კონსორციუმის წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას “ევროპის უნივერსიტეტის”, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: პროექტის გათვალისწინებული სამუშაო პაკეტები, დაგეგმილი აქტივობები, დასახული მიზნები და შესაბამისი ინდიკატორები.
აღსანიშნავია, რომ პროექტი – VETPRO საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ამოცანებს: ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ საინფორმაციო შეხვედრა – „აკადემიური კეთილსინდისიერება და პლაგიატის პრევენცია“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში” თვალის უახლესი ლაზერული ტექნოლოგიის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ მე-5 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ ICETI 2025 გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი