“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია – “არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები” გაიმართა
“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე “არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები” გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 24 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლექციას “ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი, სამართლის დოქტორი, მოსამართლე ვლადიმერ წითლაური უძღვებოდა.
საჯარო ლექციის ფარგლებში, ვლადიმერ წითლაურმა განიხილა არასრულწლოვნის ცნება სისხლის სამართლებრივ ჭრილში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა და მისი მიზნები, აგრეთვე, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმები – განრიდება-მედიაცია და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრინციპი.
შეხვედრას სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი