“ევროპის უნივერსიტეტში“ საჯარო ლექცია – „ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“ გაიმართება
17 აპრილს, 14:00 საათზე, “ევროპის უნივერსიტეტში“ ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ჟურნალის მთავარი რედაქტორი (EUFAJ), იურისტი და უნივერსიტეტის უფროსი ლექტორი ჰანს-იურგენ ზახორკა საჯარო ლექციას გამართავს.
ჰანს-იურგენ ზახორკა სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისაუბრებს თემაზე: “ევროპული ღირებულებების სამართლებრივი შედეგები და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება/ Legal Implications of “European Values” and the EU Accession of Georgia”.
ლექციაზე დასწრება შეუძლიათ როგორც სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტებს, ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს.
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმნა).
ადგილმდებარეობა: “ევროპის უნივერსიტეტი“, გურამიშვილის გამზირი 76, ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზი (აუდიტორია 506).
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი