“ევროპის უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია: ხელოვნური ინტელექტი და მომავალი ტექნოლოგიები განათლებაში ჩატარდება

8 ნოემბერს 15:00 საათზე, EKA გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ლატვია) პროფესორი, ედგარს ცერკოვსკისი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას თემაზე „ხელოვნური ინტელექტი და მომავალი ტექნოლოგიები განათლებაში” გამართავს.
პროფესორი ცერკოვსკისი ეკონომიკისა და კულტურის უნივერსიტეტში ცირკულარული ეკონომიკისა და სოციალური მეწარმეობის პროგრამის დირექტორია.
ლექციაზე დასწრება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
შეხვედრის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 205
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge
-
“ევროპის უნივერსიტეტი” EURASHE-ს წევრი გახდა by ევროპის უნივერსიტეტი
-
„შრომის ბაზრის პულსს ვგრძნობთ“ – ევროპის უნივერსიტეტი სიახლეებითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი – “მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“ გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი