“ევროპის უნივერსიტეტში” “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის” მიმდინარეობს
“ევროპის უნივერსიტეტში” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის“ მიმდინარეობს.
11-17 ივნისს სტუდენტებისთვის სხვადასხვა თემაზე შეხვედრები და ვორქშოპები “ევროპის უნივერსიტეტის” აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობით გაიმართება.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, სამეცნიერო ნაშრომის და სამეცნიერო კვლევითი პროექტების მომზადების ეტაპების გაცნობა, კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის პრინციპების გაცნობა.
შეხვედრები ჩატარდება როგორც უნივერსიტეტის კამპუსში, ასევე ონლაინ (ზუმის პლატფორმის გამოყენებით).
ყველა სტუდენტს, ვინც დაესწრება სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ვორქშოპებს, გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
დაგეგმილი შეხვედრების განრიგი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: science.center@eu.edu.ge-ზე.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი