“ევროპის უნივერსიტეტში” სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა
2024 წლის 25 მაისს “ევროპის უნივერსიტეტმა” “ერაზმუს+” VETPRO პროექტის ფარგლებში სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაორგანიზებულ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ “ევროპის უნივერსიტეტის” პარტნიორი კომპანიებისა და საქართველოს სხვადასხვა სავეტერინარო კლინიკის წარმომადგენლები: შპს “ვეტჰაუსი”, შპს ფარმაცევტული წარმოება “ბიოტექსი”, ფარმაცევტული ბაზა შპს “როქი”, შპს “ნიუვეტი”, შპს “ვეტექსი”, ააიპ “საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაცია” და სხვა.
დასაქმების ფორუმის მიზანს წარმოადგენდა სავეტერინარო მედიცინის სტუდენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით არსებული სავეტერინარო მიმართულებით დასაქმების პერსპექტივებიც გაცნობა: საქართველოში მოქმედი საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, კომპანიების და კლინიკების არსებული სტანდარტების გაცნობა, სამუშაო და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება.
დასაქმების ფორუმი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუის ეროვნულ უნივერსიტეტს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის ვეტერინარიის კვირეული გაიმართება
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტისა“ და სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, კონფერენცია – „ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი