„ევროპის უნივერსიტეტში“ ვორკშოპი თემაზე – „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“ გაიმართება
20 ივნისს, 12:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტის“ ზურაბ ჟვანიას სახელობის დარბაზში გაიმართება ვორკშოპი თემაზე – „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება საინფორმაციო ქაოსში“, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის უფროსი სპეციალისტი მარიამ გუგულაშვილი გაუძღვება.
ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:
რა არის მედიაწიგნიერება და რატომ არის ის აუცილებელი დღევანდელ საინფორმაციო ქაოსში?
- დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის არსი, მნიშვნელობა და მახასიათებლები;
დეზინფორმაციის შექმნისა და გავრცელების მიზნები და ეტაპები; - მანიპულაციური კომუნიკაციის ტექნიკები და მათი ამოცნობის გზები;
- პროპაგანდის მექანიზმები და კონსპირაციული თეორიები – მათი სტრუქტურა და გავლენა საზოგადოებაზე;
- ხელოვნური ინტელექტი და “Deep Fake” ტექნოლოგიები ყალბი ინფორმაციის კონტექსტში;
- ინფორმაციის გადამოწმების ძირითადი ეტაპები და პრაქტიკული რჩევები.
ღონისძიებაზე დასწრება „ევროპის უნივერსიტეტის“ ყველა დაინტერესებულ სტუდენტის შეუძლია.
დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე, არაუგვიანეს 19 ივნისის 19:00 საათისა.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი