„ევროპის უნივერსიტეტში“ ზუგდიდის, თელავის და ბორჯომის საჯარო სკოლები დააჯილდოვეს
ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, “ევროპის უნივერსიტეტმა“ ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისკენ მიმართული სასკოლო ინიციატივების მხარდასაჭერად ქვე-გრანტები გასცა.
გამოვლინდა სამი გამარჯვებული საჯარო სკოლა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომელთა მოსწავლეებმაც შემეცნებითი თუ შემოქმედებითი ხასიათის და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული მინი-პროექტები წარადგინეს.
“ევროპის უნივერსიტეტში“ დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ზუგდიდის #9, თელავის #4 და ბორჯომის #1 საჯარო სკოლები.
“ევროპის უნივერსიტეტი“ ჟან მონეს პროექტს ახორციელებს, რომელიც 31 მაისს საზეიმოდ, სპეციალური კონფერენციით დაიხურება. ღონისძიებაში დიპლომატიური კორპუსის და ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
- “ევროპის უნივერსიტეტსა” და “რიგის სამედიცინო კოლეჯს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტსა” და “ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by ევროპის უნივერსიტეტი
- “ევროპის უნივერსიტეტში” მკლავჭიდის ჩემპიონატი გაიმართა by ევროპის უნივერსიტეტი