GE

ევროპული განათლების მიღების უმოკლესი გზა გორის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვარშავაში

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეგიონულ სასწავლებლებს შორის თანამედროვე და კეთილმოწყობილი სასწავლო მატერიალურ – ტექნიკური გარემოს გარდა, პროგრამული მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. ამასთან, ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უცხოურ უნივერისტეტებთან თანამშრომლობაზე ამახვილებს. აღსანიშნავია, რომ გსუ ამ დროისთვის არაერთ საერთააშორისო მნიშვნელობის პროგრამაშია ჩართული, რომელშიც მონაწილეობას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პროფესორებიც იღებენ. გორის უნივერსიტეტის რექტორის გიორგის სოსიაშვილის თქმით თანამედროვე უნივერსიტეტი წარმოუდგენელია გაცვლითი პროგრამების გარეშე, ამ მიმართულებით კი გსუ–ს სტუდენტებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან ,,ერასმუს მუნდუსის“ და ,,ერასმუს +“ – ის საშუალებით,  განათლების მიღება მათ ინგლისის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის და ევროპის სხვა წმყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებში შეუძლიათ.

OLYMPUS DIGITAL CAMERAუნივერსიტეტის რექტორის გიორგის სოსიაშვილის თქმით, 2011-2015 წლებში,  გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სტუდენტმა და ხუთმა ლექტორმა.  მიმდინარე სასწავლო წელს ხუთი სტუდენტი მონაწილეობს გაცვლით პროგრამაში, რომლებიც ივნისის ბოლოს დაუბრუნდებიან გორის უნივერსიტეტს.

ბატონო გიორგი, გარდა თქვენ მიერ დასახელებული პროგრამებისა, კიდევ რომელ საერთაშორისო პროგრამაშია ჩართული გორის უნივერსიტეტი?

გორის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია ,,მევლანას“ გაცვლით პროგრამაში, დღევანდელი მდგომარეობით რეჯეპ ტაიპ ერდოღანის სახელობის „რიზეს“ უნივერსიტეტში იმყოფება ერთი სტუდენტი და ერთი პროფესორი.

ჩვენ ასევე ჩართულნი ვიყავით ტემპუსის პროექტში, რომელიც გასულ წელს დასრულდა და რომლის ფარგლებშიც, გორის უნივერსიტეტიდან სხვადასხვა დროს ევროპის წამყვან უნივერსიტეტბში სამეცნიერო-კვლევითი პროექტებით იმყოფებოდა 54 პროფესორი.

ცალკე სასაუბრო თემაა გორის და ვარშავის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, რომელსაც შესაბამისი მემორანდუმი ამყარებს და რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს გორის უნივერსიტეტიდან ვარშავის უნივერსიტეტში გამგზავრება 7 სტუდენტი.

საიდან წამოვიდა ინტერესი, როგორ მოხერხდა კომუნიკაცია და როგორ შედგა თანამშრომლობა გორისა და ვარშავის უნივერსიტეტთან?

13521663_1389658734384564_1801331390_nზოგადად, ქალაქ გორს პოლონეთთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. როგორც არასამთავრობო, ისე სახელისუფლო  დონეზე.  აღსანიშნავია ისიც, რომ ვარშავის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სამეცნიერო კონფერენციებში გორი ყოველთვის იყო ჩართული. გორისა და ატენის ეპარქია ყოველთვის მონაწილეობს წმ. გრიგოლ ფერაძის სამეცნიერო კონფერენციებში, რომელიც ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. ჩვენი და გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორატთან შეთანხმების მიღწევა და უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმის გაფორმება. გორისა და ვარშავის უნივერსიტეტები უკვე ერთ წელზე მეტია თანამშრომლობენ, თუმცა თანამშრომლობის მემორანდუმი ძალაში მიმდინარე წლის მარტის თვიდან შევიდა.  2015 წლის ნოემბერში ჩვენ უნივერსიტეტში გაიხსნა ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრი, სადაც სტუდენტები უფასოდ სწავლობენ პოლონურ ენას.

კონკრეტულად რას გულისხმობს თქვენსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმი?

მემორანდუმი არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიიღონ უმაღლესი განათლება ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე) გაიარონ ერთწლიანი სტაჟირება და გააკეთონ კვლევები, მონაწილეობა მიიღონ ენის საზაფულო კურსებში. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის  გაცვლითი, ერთობლივი კვლევების ჩატარებას.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან ახალგაზრდები,  რომლებიც ფლობენ პოლონურ ენას, ვარშავის უნივერსიტეტში ყოველწლიურად მიიღებენ 6 ადგილს.

რაც შეეხება ინგლისურენოვან სტუდენტებს?

ერთი ადგილი ინგლისურენოვანი სტუდენტისთვისაცაა გათვალისწინებული ეკონომიკური მეცნიერების ფაკულტეტზე. ეს საკმაოდ სერიოზული შეთავაზებაა ჩვენთვის, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ვარშავის უნივერსიტეტმა, რომელსაც 50 ათასი სტუდენტი ჰყავს, პარტნიორ უნივერსიტეტად საქართველოდან,  სწორედ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი შეარჩია. მემორანდუმის ფარგლებში ვარშავა გორის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცემს რამდენიმე ათას პოლონურენოვან წიგნს,  რითიც ჩვენი ბიბლიოთეკის  პოლონურენოვან ფონდს კიდევ უფრო გავამდიდრებთ, სამომავლოდ ცალკე  განყოფილებაც კი გაიხსნება საბიბლიოთეკო ბაზაზე პოლონური ლიტერატურისთვის.

33273130-b1ec-4242-a241-aad802feab8eჩვენი უნივერსიტეტისთვის ეს წარმატებაა და ამასთანავე გამოწვევაც. გსუ ყოველთვის გამოირჩეოდა განათლების მაღალი დონით და დღეს უკვე, ვარშავაში სასწავლო პროგრამებზე შერჩეული კანდიდატები ჩვენი უნივერსიტეტის ხარისხს ევროპის უმაღლეს სასწავლებელში გაიტანენ, ეს ძალიან ამბიციური ნაბიჯია და დარწმუნებული ვართ ამ ამოცანას ჩვენი სტუდენტები თავს წარმატებულად გაართმევენ.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტი ანა მაყაშვილი ამბობს, რომ სასწავლებელში სტუდენტებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს გაცვლით პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება.

,,შესაბამისი სამსახურის სისტემატურად გვაწვდის ჩვენთვის საჭირო და საინტერესო მასალას. პოლონურ მხარესთან გაფორმებული მემორანდუმი და თანამშრომლობა ვარშავის უნივერსიტეტთან ძალიან მნიშვენლოვანია ჩვენთვის, რადგან უნივერსიტეტმა მოგვცა შესაძლებლობა შეგვესწავლა პოლონური ენა, უფასოდ და ამან კი პირადად მე, მომცა იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე დღეში მივემგზავრები ვარშავის უნივერსიტეტის საზაფხულო  სკოლაში.

EDU.ARIS.GE104dfbed-f3cd-4e4d-998f-4a67e80a3743 დაინტერესდა, რა საშუალებით იღებენ სტუდენტები ინფორმაციას გაცვლითი პროგრამების შესახებ. სტუდენტ ელენე ელიაშვილის თქმით, გორის უნივერსიტეტის ვებგვერდზე სისტემატურად ქვეყნდება ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ, ასევე ტარდება შეხვედრები სტუდენტებთან, სადაც ვრცელდება ყველა საჭირო ინფორმაცია. ელიაშვილის თქმით, ვარშავის უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი მას პოლონური ენის სწავლასთან ერთად, სხვადსხვა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტში ჩართვის საშუალებას მისცემს.

თენგიზ ქილიტაურმა საბაკალავრო პროგრამა სხვა უნივერსიტეტში დაასრულა, თუმცა მეგობრების რეკომენდაციით სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე გორის უნივერსიტეტში განაგრძო. ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებამ.

გეგმავს, რომ პოლონურ პროგრამაში ჩართულ სხვა სტუდენტების მსგავსად, ივნისის ბოლოს ვარშავის უნივერსიტეტში განაგრძოს სწავლა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური