GE

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კომპანია ჯეოსელმა ღია სემინარი ჩაატარა

31 მარტს კომპანია ჯეოსელმა, ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია სემინარი გამართა თემაზე: ‘’თუ როგორ უნდა მოვემზადოთ და დავტოვოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილება გასაუბრებაზე’’.

სტუდენტებმა მასტრეკლასზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრება?
  • როგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის?
  • რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი და რას უნდა მიექცეს ყურადღება გასაუბრების დროს?
  • თანამედროვე სტანდარტები

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი, დიდ მადლობა უხდის კომპანია ჯეოსელის პროფესიონალთა გუნდის მთლიან შემადგენლობას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური