ფილოსოფიური წიგნების პრეზენტაცია
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის ორი ფილოსოფიური წიგნის „ცნობიერების ტოპოლოგია“ და „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“ პრეზენტაცია.
პირველ წიგნში „ცნობიერების ტოპოლოგია“ შესულია ცნობილი ფილოსოფოსის ლექციები, მოხსენებები, ინტერვიუები და სტატიები, ხოლო მეორეში – „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“ – განხილულია მისი ლექციები და საუბრები.
პრეზენტაციას უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი ნათელა სახოკაია და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი. როგორც მათ აღნიშნეს, იგეგმება მერაბ მამარდაშვილის წიგნების თავიდან გაშიფვრა და ხელახლა გამოცემა სალექციო კურსის სახით, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს უფრო ახლოს გაეცნონ ცნობილი ფილოსოფოსის ნააზრევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი გახდა
by ARIS.GE-განათლება
-
თელავის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე მიმდინარეობს
by იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი