ფიზიკის STEAM პროექტების ბანკი კლასების მიხედვით და კომპლექსური დავალებები
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტებისა და საგნობრივი ექსპერტების მიერ მასწავლებლებისთვის არაერთი სხვადასხვა რესურსები იქმნება.
ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის ინფორმაციით, მასწავლებლებისთვის, “ზოგადი განათლების რეფორმის” ფარგლებში არსებულ სხვადასხვა რესურსებს 1-ელ ივნისს დაემატა STEAM პროექტების ბანკი.
ასევე შეგიძლიათ იხილოთ რესურსები: ფიზიკა და სტემი, ვიდეოგზამკვლევები, საგნობრივი გზამკვლევი და კომპლექსური დავალებების ბანკი ამავე საგნისთვის კლასების მიხედვით.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური განმარტების თანახმად, კომპლექსური დავალება წარმოადგენს მოსწავლის შემეცნებით-შემოქმედებით პროდუქტს, რომლის შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულად გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულები (საკითხი, ქვეცნება, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი), ცალკეული თემის ფარგლებში, შუალედური მიზნის როლს ასრულებს. კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, მაგალითად: კომიქსი, მოთხრობა, ვიდეორგოლი, პლაკატი და სხვა, რომელსაც ქმნის მოსწავლე და რომლის საშუალებითაც საკუთარ ცოდნას ადასტურებს საგნობრივ საკითხებთან/შესასწავლ მასალასთან მიმართებით. მაგალითად ადასტურებს თუ როგორ გაიგო ტექსტის შინაარსი, ამა თუ იმ ბუნებრივი მოვლენის არსი და ა.შ.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება