GE

ფორუმი გარემოსდაცვით საკითხებზე – გორის უნივერსიტეტი

2022 წლის 2 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, თინათინ იოსებიძის, ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელიც ემსახურებოდა გარემოს დაცვის, ნარჩენების მართვის საკითხებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოსწავლეებში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლის მოსწავლეები და მაწავლებლები, ასევე საბავშვო ბაღის პედაგოგები. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ გორის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მიულოცა მონაწილეებს ფორუმის გახსნა, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს და მონაწილეებს და ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას ახალგაზრების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების კუთხით. მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმარკოზაშვილი, გორის უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ლელა ალექსიძე, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლაურა ელიაური.

ფორუმზე გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, სტუდენტებმა, სკოლების და საბავშვო ბაღის პედაგოგებმა და დასახეს პრობლემების გადაჭრის გზები. მოსწავლებმა წარმოადგინეს სხვადასხვა სახის საინტერესო ნამუშევრები, სლოგანები, რობოტები, ნახატები, მეორადი გადამუშვების შედეგად ხელთნაკეთი ნივთები და სხვა.

ფორუმის შედეგები შეაჯამა გორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ იოსებიძემ. ასევე, გორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა: ქეთევან კარელიძემ (მე-11 სკოლა), ნინო გუგუტიშვილმა (მე-9 სკოლა), ნანა დემუროვმა (წეროვნის #3 საჯარო სკოლა) შორენა შავლოხაშვილმა (ხელთუბნის საჯარო სკოლა), თამარ ბერიძემ( ქვემო სობისის საჯარო სკოლა), ლია ჯილავდარმა და გულნაზ ღოლიჯაშვილმა ( რეხის საჯარო სკოლა), ირმა გოდერძიშვილმა (გორის მე-4 საჯარო სკოლა), რომლებმაც მზაობა გამოთქვეს აქტიურად ჩაერთნონ შემგომში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კონფერენციებსა და მსგავს ღონისძიებებში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური