GE

„გადაწერის შანსი არ იყო და მალევე გამოვედი,“ – გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების პირველი კომენტარები

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან აბიტურიენტებმა გამოსვლა გამოცდის დაწყებიდან დაახლოებთ ერთი საათის შემდეგ დაიწყეს. EDU.ARIS.GE გამოცდიდან გამოსულ პირველ აბიტურიენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მუხიანის საგამოცდო ცენტრებიდან გამოსულ აბიტურიენტებს გაესაუბრა, რომელთაც საგამოცდო საკითხებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრეს.

მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან პირველი აბიტურიენტი გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში გამოვიდა. როგორც მან EDU.ARIS.GE-ს განუცხადა გადაწერის შანსი არ იყო და ასე მალე იმიტომ გამოვიდა.

download (13)

,,რაც ვიცოდი ის დავწერე, ტექსტის რედაქტირება ავლაბრის შესახებ მოვიდა. მხატვრული ანალიზი ,,ვეფხისტყაოსანზე” უნდა გაგეკეთებინა, არგუმენტირებული ესე კი პოპულარობაზე იყო. გამოცდა ადვილი მეჩვენა, დაწერენ ბავშები. გადაწერის შანსი არ იყო და მაგიტომ გამოვედი. ვსწავლობდი 32-ე სკოლაში, არცერთ საგანში არ ვემზადებოდი, ბევრი ფაკულტეტი მაქვს ჩაწერილი და არვიცი სად მოვხვდები”, – განაცხადა გიორგი შანიძემ EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები ზუსტად ვერ ასახელებდნენ ესეს თემას. ზოგი ამის მიზეზად დაბნეულობას ასახელებდა, ზოგი კი ამბობდა რომ ნერვიულობისგან ყველაფერი დაავიწყდა.

,,ვეფხისტყაოსნიდან ხატაელების ბრძოლის ეპიზოდი მოვიდა. უცხო ტექსტად დათა თუთაშხია, კონკრეტულად ამონაწერი გრაფი სეგედის დღიურიდან. ესე იყო პოპულარობაზე, თუმცა ზუსტად არ მახსოვს რა როგორ. მე ,,ვეფხისტყაოსანი” ავარჩიე, რადგან თავიდან დათა თუთაშხია არ მქონდა ნანახი. თუთაშხია უფრო ადვილი დასაწერი იყო. ენის ნაწილში ტექსტი ავლაბრის შესახებ იყო. რაც, ჩემი აზრით, იმდენად ადვილი იყო, რომ ვერ შეგესწორებინა არ შეიძლებოდა. რაც შეეხება კომპიუტერთან მუშაობას, რომელი საკითხიც გინდოდა ჯერ იმას გააკეთებდი. შეგეძლო წინ და უკან გადასვლაც, ამ მხრივ პრობლემა არ შემქმნია”,- აღნიშნა 159-ე სკოლადავამთავრებულმა – ლუკა იამანიძემ.

,,ყველაზე კარგად ესეს თემა გამოვიდა”- განუცხადა EDU.ARIS.GE-ს 22-ე სკოლადამთავრებულმა მარიამ ბალაშვილმა. ,,ესეში საკითხი ასე იყო დასმული – პოპულარობა იძულებულს გხდის მასების გემოვნებაც გაითვალისწინო, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით. პასუხი უნდა დაგესაბუთებინა. მე დავეთანხმე და დავწერე, პოპულარული ვერ იქნები მასების გემოვნება თუ არ გაითვალისწინე. ვეფხისტყაოსნიდან ხატაელებთან ომის ეპიზოდი მოვიდა, დათა თუთაშხიადან კი ამონარიდი გრაფი სეგედის დღიურიდან. მე ,,ვეფხისტყაოსნის” ეპიზოდი დავწერე. გრამატიკაში ავლაბრის დაარსების ისტორია მოვიდა, რაც ძალიან ადვილი გასასწორებელი იყო და მარტივად დავწერე”, – განაცხადა მარიამ ბალაშვილმა.

პირველი აბიტურიენტი მუხიანის საგამოცდო ცენტრიდან გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში გამოვიდა მეორე კი 1, 10 წუთში.

რაც შეეხება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში პირველმა აბიტურიენტმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწყებიდან 1.5 საათში დაასრულა. როგორც მან გამოცდიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოცდის ჩატარების ახალი სისტემა მისთვის ადვილი იყო და იმედოვნებს რომ კარგად დაწერა.

13549312_1037971149591709_1961942798_o

“მგონია რომ კარგად დავწერე, ტესტის ელექტრონული ფორმატი ჩემთვის მარტივი იყო და შესაბამისად ადრეც მოვრჩი წერას”- განაცხადა აბიტურიენტმა ვალერი ხუროშვილმა.

ვალერი ხუროშვილის შემდეგ საგამოცდო ცენტრი მალევე დატოვა აბიტურიენტების ნაწილმა.

“ჩვენ მაინც იმ თაობას მივეკუთვნებით, რომლებსაც კომპიუტერთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, შესაბამისად ელექტრონული ფორმატი ძალიან მოსახერხებელი იყო. ტესტიც ადვილი იყი. თემა ,, ვეფხისტყაოსნიდან” დავწერე. მგონია რომ წარმატებით ჩავაბარებ ამ გამოცდას”- აცხადებენ აბიტურიენტები.

ტექნიკურ უნივერსიტეტთან ამ დრომდე რჩებიან აბიტურიენტების მშობლები და ახლობლები.

პირველ სესიაზე 9300 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, მათი 5% გამოცდაზე არ გამოცხადდა. ხუთმა აბიტურიენტმა კი დააგვიანა და საგამოცდო უბანზე შეცდომით მივიდა.

ცისანა არის© შერგილაშვილი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური