გამოცდებისათვის რეგისტრაცია
2011 წელს აბიტურიენტებს შუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია ინტერნეტით გაიარონ.
Online რეგისტრაციისათვის აბიტურიენტი 14 თებერვლიდან უნდა ეწვიოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge.
ინტერნეტით რეგისტრაციის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ აბიტურიენტს შეუძლია არაერთხელ შეცვალოს საკუთარი არჩევანი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, ინტერნეტით რეგისტრაციისას აბიტურიენტი მაქსიმალურად დაცულია მექანიკური შეცდომებისგან.
აბიტურიენტებს ასევე შეუძლიათ სარეგისტრაციო ანკეტა შეავსონ:
- დამამთავრებელი სკოლის მოსწავლეებმა – სკოლებში;
- სკოლადამთავრებულებმა – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, გარდა თბილისისა; თბილისში შემდეგ მისამართებზე:
– ვაკე-საბურთალო – 165-ე საჯარო სკოლა (ფალიაშვილის ქ. N57);
– მთაწმინდა-კრწანისი – 193-ე საჯარო სკოლა (ლაღიძის ქ. N7);
– ისანი-სამგორი – 89-ე საჯარო სკოლა (ქეთევან წამებულის ქ.N40);
– დიდუბე-ჩუღურეთი – 150-ე საჯარო სკოლა (დგებუაძის ქ. N8);
– გლდანი-ნაძალადევი – მე–9 საჯარო სკოლა (სააკაძის N29).
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციაც 14 თებერვალს დაიწყება.
საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტების საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა დარეგისტრირდნენ, პედაგოგებს კი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდების ეროვნული ცენტრის განაცხადი ელექტრონულად ან რესურსცენტრებში შეავსონ (ინსტრუქცია).
სერტიფიცირებულმა პედაგოგებმა, რომლებსაც სურთ ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარება, რეგისტრაცია ინტერნეტით (www.naec.ge ან online.naec.ge) უნდა გაიარონ 21 თებერვლიდან 25 მარტის ჩათვლით.
რეგისტრაციის პროცესი შეწყდება 25 მარტს.
გადახდის შესაძლო საშუალებები და ტარიფები:
- საქართველოს ბანკის ფილიალებში – საკომისიო 0,5 ლარი;
- ვებგვერდზე www.ipay.ge – საკომისიო 1 ლარი;
- ,,აიფეის‘‘ აგენტების ქსელში (საჯარო რეესტრის სააგენტოებში) – საკომისიო 0,5 ლარი.
- „საქართველოს ბანკის“ ბანკომატების მეშვეობით – საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საკომისიო 0,5 ლარი;
- ინტერნეტბანკით – საკომისიო 1 ლარი.
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს მონაწილის გვარი, სახელი, პირადი ნომერი, პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) სერია და ნომერი.
საფასურის გადახდა შეუძლია როგორც გამოცდებში მონაწილეობის მსურველს, ისე სხვა პირს, რომელიც გადახდისას მიუთითებს მონაწილის შესაბამის მონაცემებს.
გამოცდებში მონაწილეობის საფასური:
ერთიანი ეროვნული გამოცდები – ერთი გამოცდის ჩაბარების საფასურია 10 ლარი;
საერთო სამაგისტრო გამოცდა – 50 ლარი;
სტუდენტების საგრანტო კონკურსი – 10 ლარი;
მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა (თუ აპლიკანტის გამოცდაში მონაწილეობის საფასურს არ ფარავს სახელმწიფო) – ერთი გამოცდის ჩაბარების საფასურია 25 ლარი;
ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდაში მონაწილეობა უფასოა.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები და მეორე ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
სახელმწიფო ენის გამოცდაში მონაწილეობა სულ 45-მა პირმა მიიღო
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს პირმა, თუ სახელმწიფო ენის გამოცდას ჩააბარებს – ტესტის ნიმუშები, შეფასების სქემა და კრიტერიუმები
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი