მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გახანგრძლივდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაციისა და საგამოცდო საფასურის გადახდის ვადები გაახანგრძლივა.
NAEC-ის მიერ დღეს, 5 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კანდიდატებს საგამოცდო საფასურის (არანაკლებ ერთი გამოცდის) გადახდა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ, ხოლო რეგისტრაციის დასრულება – 11 მაისის 18:00 საათამდე.
აპლიკანტებმა უნდა გაითვალისწინონ, საგამოცდო საფასურის გადახდა რეგისტრაციის პროცესის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და აღნიშნული ვადების დაცვა სავალდებულოა.
„ვადების გახანგრძლივება მიზნად ისახავს კანდიდატების ხელშეწყობას, რათა მათ სრულფასოვნად და შეუფერხებლად შეძლონ რეგისტრაციის პროცედურის გავლა. განსაზღვრული ვადების ამოწურვის შემდეგ რეგისტრაციის დასრულება და გამოცდებში მონაწილეობა შეუძლებელი იქნება“, – ნათქვამია NAEC-ის ინფორმაციაში.
ამასთან, სპეციალური საგამოცდო პირობების საჭიროების მქონე პირებმა რეგისტრაციისას უნდა მონიშნონ შესაბამისი ველი და 11 მაისის 18:00 საათამდე წარადგინონ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა N IV-100ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
ასევე იხილეთ:
-
ცნობილია, როგორ შეფასდება ტესტები აბიტურიენტის, სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, როდის დაიწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია – ვადები და პირობები
by სტუდენტთა საგრანტო კონკურსი
-
რომელი საგანი რამდენმა აბიტურიენტმა აირჩია – დეტალური სტატისტიკა 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე