გამოქვეყნდა 2024 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
დღეს 22 აგვისტოს 2024 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები გამოქვეყნდა.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე დახვდებათ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
იხილეთ აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
იხილეთ გათანაბრებული ქულების ცხრილი საგნების მიხედვით
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების გვერდზე შესაძლებლობა ექნებათ ნახონ სკალირებული ქულებიც.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი ასევე სთხოვს აბიტურიენტებს, გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 23 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.
აპელაციის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი №64).
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე