გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, გასაჩივრების წესი, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები

დღეს, 3 თებერვალს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგები, აპელაციის ფორმა და მინიმალური გამსვლელი ქულები გამოაქვეყნა.
შედეგის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე online.naec.ge
შედეგების სანახავად: ოლიმპიადის მონაწილემ სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. ქულასთან ერთად მას საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვაც შეუძლია.
სკოლის ადმინისტრაციას საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა შეუძლია ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის.
მეორე ტურის ტესტები და სწორი პასუხები
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
NAEC-ი განმარტავს, რომ თუ ოლიმპიადის მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი 4 თებერვლის 09:00 საათიდან 5 თებერვლის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) ან რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში მათ გადმოგზავნას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (eflow) გამოყენებით.
გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
საპრეტენზიო განაცხადის ფორმა
მინიმალური გამსვლელი ქულები საგნების მიხედვით
-
2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება – პროცედურა და ვადები by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარების განრიგი, მაქსიმალური ქულები და ტესტირების ხანგრძლივობა by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები და III ტურში გამსვლელი მინიმალური ქულები – 2024-2025 სასწავლო წელი by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი