გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები, აპელაციის ინსტრუქცია, ქულები და სწორი პასუხები
დღეს, 21 მარტს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის პირველადი შედეგები და მისი გასაჩივრების ვადები გამოაქვეყნა.
დასკვნითი ტურის პირველადი შედეგების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე: online.naec.ge
შედეგისა და ნაშრომის ასლის სანახავად ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვის შესაძლებლობა ასევე აქვს სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
NAEC-ი განმარტავს, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60%-სა და მოხვდა შესაბამისი კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ ათ მონაწილეს შორის.
მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 24 მარტის 10:00 საათიდან 25 მარტის 18:00 საათამდე.
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.
საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგების გათვალისწინებით.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი